ერთი ნაბიჯი ჯგუფურ ეტაპამდე - ნინუას პაოკმა ბენფიკა დაამარცხა
Aa
Aa

ერთი ნაბიჯი ჯგუფურ ეტაპამდე - ნინუას პაოკმა ბენფიკა დაამარცხა

ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიკა ნინუას „პაოკი“ საკუთარ კედლებში „ბენფიკას“ დაუპირისპირდა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. პორტუგალიური გუნდი ფავორიტად მოიაზრებოდა, თუმცა ბერძნებმა მომენტები უკეთ გამოიყენეს და მეტოქე 2-1 დაამარცხეს.

„პაოკმა“ ანგარიში 63-ე წუთზე გიანულისის გოლის წყალობით გახსნა. 12 წუთში კი ზივკოვიჩმა საკუთარი გუნდის უპირატესობა ორბურთიანი გახადა. მეორე გოლის შემდეგ, „ბენფიკამ“ ზეწოლა გააძლიერა და მატჩში გარდატეხის შეტანა სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. „არწივებმა“ 94-ე წუთზე ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხეს, თუმცა ანგარიშის გასათანაბრებლად დრო აღარ ეყოთ.

„პაოკის ქართველ ფეხბურთელს რაც შეეხება, ბერძენთა თავკაცს, აბელ ფერეირას ნინუასთვის სათამაშო დრო არ მიუცია და ნიკამ მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

შეგახსენებთ, რომ „პაოკი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად პლეიოფში „კრასნოდარს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები