Aa
Aa

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: „ფეხბურთში რასიზმი არ არსებობს"

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ნოელ ლე გრე „მარსელსა“ და პსჟ-ს მატჩში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. ლე გრემ ინტერვიუ BFM Business-ს მისცა და განაცხადა, რომ თანამედროვე ფეხბურთში რასიზმი არ არსებობს.

„პსჟ-სა და მარსელის დაპირისპირება იყო შეხვედრა, რომელსაც მთელი საფრანგეთი მოუთმენლად ელოდა. მატჩი ცუდად დასრულდა და ფეხბურთელთა ქმედებები სამაგალითო ნამდვილად არ ყოფილა. ჩვენ მომხდარს კატეგორიულად ვგმობთ და სამარცხვინოა მოთამაშეებმა ემოციები რომ ვერ მოთოკეს.

რასიზმს რაც შეეხება, როცა შავკანიან ფეხბურთელს გოლი გააქვს, მთელი სტადიონი ფეხზე დგება. რასიზმის ფენომენი სპორტში და განსაკუთრებით ფეხბურთში არ არსებობს, ან თუ არსებობს ძალიან მცირე დოზით“.

ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენმა“ სპეციალური ჯგუფი შექმნა, რომელსაც „მარსელთან“ მატჩის ჩანაწერის ანალიზი და გონსალესის მიერ ნეიმარისთვის მიყენებული რასისტული შინაარსის შეურაცხყოფის მიყენების დაფიქსირება ევალება.

პარიზულმა კლუბმა BeIN Sports-ის ექსკლუზიურ ვიდეომასალაზე მიიღო წვდომა და Le Parisien-ს თუ დავუჯერებთ, კადრიც აქვს, რომელზეც ჩანს, რომ გონსალესმა ნეიმარს ესპანურ ენაზე მაიმუნი უწოდა. „პარი სენ-ჟერმენში“ დარწმუნებულნი არიან, რომ „მარსელის“ ფეხბურთელის დანაშაულს დაამტკიცებენ და ის საკადრისად დაისჯება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები