სწრაფად და მარტივად - ტოჩინოშინმა მე-3 ბრძოლა დათმო
Aa
Aa

სწრაფად და მარტივად - ტოჩინოშინმა მე-3 ბრძოლა დათმო

„აკი ბაშოს“ მე-4 დღეს, ლევან გორგაძე აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირა ტაკარაფუჯის დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.

ტოჩინოშინმა ბრძოლა განსხვავებულ სტილში დაიწყო. მეტოქეს მხრით შეეჯახა და მისი დოჰიოზე დაგდება ჰქონდა განზრახული, თუმცა ტაკარაფუჯი ტაქტიკურად უკეთესად მოემზადა და ქართველი სეკიტორი წამებში დაამარცხა - იაპონელმა დოჰიოდან მისი გაყვანა უპრობლემოდ შეძლო.

დღევანდელ შერკინებამდე ლევანი ტაკარაფუჯის 19-ჯერ შეხვდა, საიდანაც 12 ბრძოლა თავისი გამარჯვებით დაასრულა, 7 კი დათმო.

ტურნირის მე-5 დღეს ტოჩინოშინი მის მსგავსად ჩამოქვეითებულ ყოფილ ოძეკის ტაკაიასუს დაუპირისპირდება, რომელიც მე-6 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს. ლევანმა მის წინააღმდეგ 21 ბრძოლა გამართა, რომელთაგან 8 მოიგო და 13-ჯერ დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები