დიდი რისკი - მესიმ , შესაძლოა ლა ლიგაში 3 მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
Aa
Aa

დიდი რისკი - მესიმ , შესაძლოა ლა ლიგაში 3 მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს

8 ოქტომბერს არგენტინის ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს იწყებს. „ალბისელესტე“ ეკვადორს უმასპინძლებს, ხოლო 13 ოქტომბერს ბოლივიას ესტუმრება.

ლეო მესის სურს, რომ ნაკრებს პირველივე ტურებიდანვე დაეხმაროს, თუმცა კორონავირუსის პანდემია პრობლემებს ქმნის. თუ, მესი არგენტინაში ჩაფრინდება, მას 2 კვირიანი კარანტინის გავლა მოუწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ „ლა პულგა“ ქვეყანაში მატჩამდე ორი კვირით ადრე უნდა ჩავიდეს, რათა გუნდს დაეხმაროს.

იმ შემთხვევაში თუ ლეო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, მას ლა ლიგაში მნიშვნელოვანი მატჩების გამოტოვება მოუწევს. საუბარია „ვილიარეალთან“ (შინ), „სელტასთან“ (სტუმრად) და „სევილიასთან“ (შინ) დაპირისპირებებზე.

თუ, მესიმ ნაკრების დახმარება გადაწყვიტა და არგენტინაში გაემგზავრა, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი რონალდ კუმანის ახალ სქემასთან შერწყმის პროცესს დააკლდება. ასევე, „ლა პულგა“ ლა ლიგაში „რეალთან“ დაპირისპირებამდე მხოლოდ 1 მატჩის („ხეტაფესთან“) ჩატარებას შეძლებს.

დიდი შანსია, რომ მესი „ელ კლასიკოს“ სასურველ კონდიციებში ვერ შეხვდეს. რისკი საკმაოა და ლეომ გადაწყვეტილება თავადვე უნდა მიიღოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები