Aa
Aa

ტოტენჰემი რეგილონის ტრანსფერს მალე გააოფიციალურებს

სატრანსფერო ექსპერტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ სერხიო რეგილონი კარიერას „ტოტენჰემში“ გააგრძელებს. იტალიელი ჟურნალისტის თქმით, ბოლო საათებში კლუბებს შორის შეთანხმება შედგა და ტრანსფერის გასაოფიციალურებლად მხოლოდ დოკუმენტებისთვის ხელის მოწერაღა დარჩა.

„დეზები“ ესპანელი უკანახაზელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს გადაიხდიან, მაგრამ კონტრაქტში ჩაიდება პუნქტი, რომლის მიხედვითაც, „სამეფო კლუბს“ მისი გამოსყიდვა 40-45 მილიონ ევროდ შეეძლება. გარდა ამისა, თუ სამომავლოდ რომელიმე კლუბი რეგილონის შეძენას მოისურვებს, ლონდონელებმა ამის შესახებ „ბლანკოსს“ უნდა შეატყობინონ და მადრიდელებს“ იმავე თანხის სანაცვლოდ ესპანელი უკანახაზელის დაბრუნება შეეძლებათ.

რომანოს ინფორმაციით, „ტოტენჰემმა“ 23 წლის ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალებიც შეათანხმა და რეგილონს ხელშეკრულებას 2025 წლამდე გაუფორმებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები