მძიმე ვითარება როტორში - კოვიდ-19 ზურიკო დავითაშვილსაც დაუდასტურდა
Aa
Aa

მძიმე ვითარება როტორში - კოვიდ-19 ზურიკო დავითაშვილსაც დაუდასტურდა

რუსული პრესის ცნობით, ვოლგოგრადის „როტორის“ ქართველ შემტევს ზურიკო დავითაშვილის კორონავირუსი დაუდგინდა.

როგორც მოგეხსენებათ, რუსეთის პრემიერლიგის მე-7 ტურის მატჩი „როტორსა“ და „კრასნოდარს“ შორის დაწყებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე ჩაიშალა, რისი მიზეზიც ვოლგოგრადულ კლუბში ეპიდემიოლოგიური ვითარება გახლდათ.

რამდენიმე დღის წინ, „როტორის“ 10 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დაინფიცირებულებიდან 2 ქართველი გახლდათ - ბექა მიქელტაძე და ნიკა ყიფიანი.

რაც შეეხება ზურიკო დავითაშვილს, დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას ტესტი გვიან ჩაუტარდა და სწორედ ამიტომ, შედეგები უცნობი იყო, დღეს კი მას კოვიდ 19 დაუდასტურდა.

ვინაიდან და რადგანაც, მატჩის ორგანიზება „როტორს“ ევალებოდა და მათ ეს ვერ შეძლეს, „კრასნოდარს“ ტექნიკური მოგება 3:0 ჩაეწერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები