''მეგონა მეგობრები მყავდა, არაკაცები ყოფილან'' - სვანიძე აბუსერიძეს დაუპირისპირდა
Aa
Aa

''მეგონა მეგობრები მყავდა, არაკაცები ყოფილან'' - სვანიძე აბუსერიძეს დაუპირისპირდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაგბის კავშირში მომხდარი სისხლიანი გარჩევისა და რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული პირი რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელიაა.

ქართულ სატელევიზიო მედიაში რაგბის კავშირის ექს-პრეზიდენტის, გოჩა სვანიძისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მორაგბის, ირაკლი აბუსერიძის კომენტარები გავრცელდა. აღნიშნული პირები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სვანიძემ აბუსერიძეს უპასუხისმგებლობა ადამიანი უწოდა.

ირაკლი აბუსერიძემ ტელეკომპანია ''პირველთან'' საუბარში აღნიშნა: ''4 წლის განმავლობაში გოჩა სვანიძისა და მისი არაჯანსაღი გარემოცვის ნამუშევარია ის, რაც გუშინდელმა დღემ გვაჩვენა.

მორაგბეები ღირსებაზე, ადამიანობაზე აღზრდილი ხალხია.

არჩევნების საკითხი გუშინდელ შემთხვევასთან კავშირში არაა.

დაველოდოთ გამოძიებას და გამოძიების დასრულების შემდეგ სრულყოფილ პასუხს გაგცემთ''.

გოჩა სვანიძემ ''ფორმულასთან'' საუბარში აბუსერიძეს უპასუხისმგებლობა ადამიანი უწოდა.

გოჩა სვანიძემ ირაკლი აბუსერიძის კრიტიკას უპასუხა: ''ირაკლი აბუსერიძემ იმდენი ცრუ ბრალდებები ისროლა, რომ მას მოუწევს პასუხის გაცემა.

ჩემი რაგბის კავშირში ყოფნა სიმართლის დამტკიცებაში ხომ ხელს უშლიდათ? დაამტკიცონ სიმართლე და არჩევნები ძალიან მალე მოვა.

მეგონა, რომ რაგბის კავშირში ბევრი მეგობარი მყავდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბევრი არაკაცი ყოფილა.

რაგბის კავშირს სერიოზული დეზინფექცია სჭირდება. როგორც ტუალეტს ქლოროფილით წმენდნენ, ასევე უნდა გაიწმინოს რაგბის კავშირი''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები