Aa
Aa

ლაიფციგში ვერნერის შემცვლელად სორლოტი ესახებათ

თურქეთის სუპერლიგის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირის, ალექსანდრ სორლოტის გადაბირება ‘‘ლაიფციგს’’ სურს. Athletic-ის ცნობით გერმანული კლუბი 24 წლის თავდამსხმელმს ტიმო ვერნერის შემცვლელად განიხილავს.

24 წლის სკანდინავიელი 2018 წლიდან ‘‘კრისტალ პალასის’’ საკუთრებაა, თუმცა ჯერ ‘‘გენტში’’, გასულ სეზონში კი ‘‘ტრაბზონში’’ გაანათხოვრეს.

სორლოტის კარიერაში გასული სეზონი ძალიან შთამბეჭდავი იყო. ‘‘ტრაბზონის’’ მაისურით სუპერლიგაში 24 გოლი შეაგდო, თუმცა შოთა არველაძის რეკორდი ვერ დაამხო. ‘‘ტრაბზონის’’ ისტორიაში ლეგიონერებს შორის ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით არველაძე საუკეთესოა. ქართველი 1995-96 წლების სეზონში 25 გოლით სუპერლიგის საუკეთესო გოლეადორი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები