Aa
Aa

ტვენტესთან კონტრაქტი გაწყდა: აბურჯანია ესპანეთში ბრუნდება

ჰოლანდიური ‘‘ტვენტე’’ 25 წლის ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ დატოვა. ესპანური მედიის ცნობით მხარეებს შორის საიჯარო ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა. დღეს ქართველი საყრდენი ლა ლიგა 2-ის ‘‘ოვიედოში’’ სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

ესპანური წყაროების ცნობით აბურჯანიას დამატება ‘‘ესპანიოლსაც’’ სურდა, თუმცა შეთანხმება ‘‘ოვიედოსთან’’ შედგა.

აბურჯანიასთვის ლა ლიგა 2 კარგად ნაცნობი ჩემპიონატია. მას ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში ''ხიმნასტიკის'', ''სევილიას'' სარეზერვო გუნდისა და ''ლუგოს'' მაისურით უთამაშია.

გასულ სეზონში აბურჯანიამ ჰოლანდიის ჩემპიონატის 16 მატჩში 2 გოლი გაიტანა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები