გოლი 97-ე წუთზე - დინამომ ქონაჰი დაამარცხა
Aa
Aa

გოლი 97-ე წუთზე - დინამომ ქონაჰი დაამარცხა

თბილისის „ლოკომოტივთან“ ერთად, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი თბილისის „დინამომაც“ დაძლია. ჩისკოს შეგირდებმა სტუმრად უელსური „ქონაჰი“ დაძაბულ ბრძოლაში, 1-0 დაამარცხეს.

მატჩის პირველ ნახევარში გამოკვეთილ უპირატესობას ვერცერთი გუნდი დაეუფლა. „დინამო“ უფრო სახიფათოდ უტევდა და დაწინაურება რამდენჯერმე შეეძლო, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია.

ყველაზე რეალური შანსი ქიმაძეს მიეცა, მაგრამ მისი დარტყმა ხარიხას მოხვდა. პირველი ტაიმის ბოლოს მასპინძლებს ანგარიშის გახსნა შეეძლოთ. „დინამოს“ საჯარიმოში ინსოლმა მაკრატელა დარტყმა განახორციელა, მაგრამ კვასხვაძემ კარგად ითამაშა და საკუთარი გუნდი გადაარჩინა.

მეორე ნახევარი პირველი ტაიმის მსგავსი სცენარით წარიმართა. „დინამო“ უპირატესობას ფლობდა და მომენტები უელსელებსაც ჰქონდა, მაგრამ წინ გასვლა ვერ მოახერხეს. საბოლოოდ, გადამწყვეტი გოლი მსაჯის მიერ დამატებულ მე-7 წუთზე გავიდა. „დინამომ“ პენალტი მოიპოვა. თბილისური კლუბის მხრიდან კი თერთმეტმეტრიანი გაბედავამ შეაგდო და ჩისკოს გუნდს მომდევნო ეტაპის საგზური მოუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები