შენგელიას 10 ქულა - ცსკა ფინალში გავიდა
Aa
Aa

შენგელიას 10 ქულა - ცსკა ფინალში გავიდა

თორნიკე შენგელიას ცსკა გომელსკის თასის ნახევარფინალურ შეხვედრაში მბა-ს დაუპირისპირდა და მეტოქე 106-59 გაანადგურა.

ქართველი კალათბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და პარკეტზე 15 წუთ-ნახევარი გაატარა. ამ დროში თოკომ 10 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. შენგელიამ 4-დან 3 ორქულიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ჩვენებურმა მძიმე ფორვარდმა ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 სამქულიანი გააცუდა. „თოკომოტივმა“ +/- -ის გრაფაში +11 დააფიქსირა, ხოლო მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 7 გახლდათ.

შენგელიას გარდა, ცსკა-ს მხრიდან 16 ქულით მაიკ ჯეიმსი გამოირჩა. დარუნ ჰილიარდმა 13 ქულა დააგროვა. კლაიბერნმა ასევე 13 ქულა გააკეთა. ანტონოვი კი 11 ქულას დასჯერდა. ცსკა ფინალურ შეხვედრაში „პარმას“ დაუპირისპირდება, რომელმაც „არმიელთა“ სათადარიგო გუნდი 87-75 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია ცსკა-ს მაისურით პირველ ოფიციალურ შეხვედრას 23 სექტემბერს ჩაატარებს და VTB ლიგაზე ყაზახურ „ასტანას“ დაუპირისპირდება. მანამდე კი არმიელები რამდენიმე წინასასეზონო მატჩს გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები