„ნახევრად სამოყვარულო გუნდმა გამოგვაგდო
Aa
Aa

„ნახევრად სამოყვარულო გუნდმა გამოგვაგდო" - გერკუსი დინამოს მარცხს გამოეხმაურა

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, ილია გერკუსი მოსკოვის „დინამოს“ მარცხს გამოეხმაურა. თბილისის „ლოკომოტივთან“ ჯახის შემდეგ, გერკუსმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა:

„ამის გამო მთავარი მწვრთნელი მაშინვე უნდა გაათავისუფლო. ნახევრად სამოყვარულო გუნდმა გამოგვაგდო. ასე არ შეიძლება. ასე არ შეიძლება“.

შეგახსენებთ, რომ „ლოკომოტივმა“ მეტოქე 2-1 დაამარცხა. „რკინიგზელთა“ მხრიდან თავი ირაკლი სიხარულიძემ და მამია გავაშელიშვილმა გამოიჩინეს. მოსკოველთა რიგებში კი ერთადერთი გოლის ავტორი კომლიჩენკო გახდა, რომელმაც 90-ე წუთზე გაიტანა.

ცნობისთვის, რუსულ პრესაში წერენ, რომ „დინამო“ უახლოეს პერიოდში ნოვიკოვს გაათავისუფლებს და ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია. „ლოკომოტივს“ რაც შეეხება, „რკინიგზელები“ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანურ „გრანადას“ შეერკინებიან.

ფოტო fcloco.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები