„მომენტები ვერ გამოვიყენეთ. დაცვაში საშინლად ვითამაშეთ
Aa
Aa

„მომენტები ვერ გამოვიყენეთ. დაცვაში საშინლად ვითამაშეთ" - ნოვიკოვი ლოკომოტივთან მარცხზე

მოსკოვის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა, კირილ ნოვიკოვმა თბილისის „ლოკომოტივთან“ განცდილი ფიასკოს შემდეგ, მატჩი შეაფასა და საკუთარი გუნდის გამოსვლაზე ისაუბრა.

„შეხვედრამ ჩვენი უპირატესობით ჩაიარა. ლოკომოტივმა თავის ძლიერ მხარეებზე გააკეთა აქცენტი და დაცვაში კომპაქტურად იდგა, ხოლო შეტევაში სწრაფად გადადიოდა. მათ მაქსიმუმი გამოწურეს. ჩვენ კი მომენტები ვერ გამოვიყენეთ. გარდა ამისა, დაცვაში საშინლად ვიასპარეზეთ და სწორედ ამიტომ დავმარცხდით“.

მეტოქის დაუფასებლობაზე ლაპარაკი სისულელეა. რა თქმა უნდა, ამას ადგილი არ ჰქონია. ჩვენ ლოკომოტივს სერიოზულად მივუდექით. ეს კარგი გუნდია, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნე, დაცვიდან შეტევაში შესანიშნავად გადადის. მეტოქის დაუფასებლობაზე საუბარი არ ღირს.

რა თქმა უნდა, აქ მოსაგებად ჩამოვედით. რა არ გამოვიდა? მომენტები ვერ გამოვიყენეთ და დაცვაში ბევრი შეცდომა დავუშით. სადღაც ამის გაკეთება მეტოქემ გვაიძულა, სადღაც თავად შევცდით“, - განაცხადა ნოვიკოვმა.

ცნობისთვის, რუსულ პრესაში წერენ, რომ „დინამო“ უახლოეს პერიოდში ნოვიკოვს გაათავისუფლებს და ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია. „ლოკომოტივს“ რაც შეეხება, „რკინიგზელები“ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანურ „გრანადას“ შეერკინებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები