„ამ გამარჯვებას ქვეყნის ერთიანობისთვის მებრძოლ გმირებს ვუძღვნით
Aa
Aa

„ამ გამარჯვებას ქვეყნის ერთიანობისთვის მებრძოლ გმირებს ვუძღვნით" - ლოკოს ღირსეული ჟესტი

თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამოსთან“ მოპოვებული გამარჯვება საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლ გმირებს მიუძღვნა. რუსულ გუნდთან მოგებული მატჩის შემდეგ, „რკინიგზელებმა“ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნეს, რომელშიც ვკითხულობთ:

„ჩვენი ქვეყნისთვის. თითოეული თქვენგანისთვის. ამ გამარჯვებას ქვეყნის ერთიანობისთვის მებრძოლ გმირებს ვუძღვნით. თბილისის ლოკომოტივი მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის“

შეგახსენებთ, რომ „ლოკომოტივმა“ მეტოქე 2-1 დაამარცხა. თბილისელთა მხრიდან თავი ირაკლი სიხარულიძემ და მამია გავაშელიშვილმა გამოიჩინეს. მოსკოველთა რიგებში კი ერთადერთი გოლის ავტორი კომლიჩენკო გახდა, რომელმაც 90-ე წუთზე გაიტანა.

როგორც მოგეხსენებათ, „რკინიგზელები“ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანურ „გრანადას“ შეერკინებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები