იორიკირი: ტოჩინოშინის დასანანი მარცხი
Aa
Aa

იორიკირი: ტოჩინოშინის დასანანი მარცხი

''აკი ბაშოს“ მე-6 დღეს 32 წლის ქართველი სეკიტორის, ტოჩინოშინის მეტოქე სეკივაკე შოდაი გახლდათ. შეხვედრის დასაწყისში ლევან გორგაძე ჩავლების შესრულებას ცდილობდა, თუმცა არ გამოუვიდა და შოდაიმ დამაჯერებლად  იორიკირის ილეთით დაამარცხა. 

ამ შეხვედრის ჩათვლით ტოჩინოშინი შოდაის 16-ჯერ შეერკინა, ქართველმა 7 გამარჯვება მოიპოვა და 9-ჯერ დამარცხდა.

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე საშემოდგომო სუპერტურნირზე ტოჩინოშინის ანგარიშზე მხოლოდ 2 მოგებაა. ქართველი 4 შეხვედრაში დამარცხდა.

ლევან გორგაძემ წოდების მოსამატებლად  მიმდინარე ბაშოზე მინიმუმ 6 ბრძოლის მოგება უნდა შეძლოს.

''აკი ბაშოზე'' მე-7 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე სეკივაკე დაიეიშო იქნება. მათი 9 დაპირისპირებიდან ტოჩინოშინმა 5 მოიგო, 4 კი დაიეიშოს გამარჯვებით დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები