15 წუთი გათიშული იყო - MMA-ის მებრძოლის ბრუტალური ნოკაუტი
Aa
Aa

15 წუთი გათიშული იყო - MMA-ის მებრძოლის ბრუტალური ნოკაუტი

CFFC 84-ის ეგიდით, ჯორდან ტიტონისა და პეტ საბატინის შორის გამართული ბრძოლა ბრუტალური ნოკაუტით დასრულდა. პირველ რაუნდში საბატინიმ კარგი კომბინაციები განახორციელა და მეტოქეს მტკივნეული დარტყმები მიაყენა.

მსაჯი იძულებული გახდა შერკინება შეეწყვიტა და გამარჯვებულად საბატინი გამოეცხადებინა. ამ უკანასკნელის მოწინააღმდეგე, ჯორდან ტიტონი კი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, თავს ძლივს იმაგრებდა და რომ არ წაქცეულიყო, ოქტაგონს ეყრდნობოდა. რამდენიმე წამის შემდეგ, ტიტონი ფიცარნაგზე დაეცა და გონება დაკარგა.

ჯორდანი 15 წუთის განმავლობაში გათიშული გახლდათ და რვაკუთხედი საკაცით დაატოვებინეს, რა დროსაც მან თითი ასწია და ქომაგებს ანიშნა, რომ ყველაფერი რიგზე იყო. ტიტონი ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ბოლოდროინდელი ინფორმაციით, თავს უკეთ გრძნობს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები