სენსაცია: გეგუჩაძის გუნდი საქართველოს თასს დაემშვიდობა
Aa
Aa

სენსაცია: გეგუჩაძის გუნდი საქართველოს თასს დაემშვიდობა

საფეხბურთო კლუბი ბათუმის ''დინამო'' საქართველოს თასის გათამაშებას 1/8-ფინალურ ეტაპზე დაემშვიდობა.  გაგა კირკიტაძის გაწვრთნილმა ''გაგრამ'' სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ''ბასაზე'' გია გეგუჩაძის გუნდი 1:0 დაამარცხა. 38-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლი სტუმართა ანგარიშზეა. გოდფრი ობოაბონამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ნიგერიელის ავტოგოლით ''გაგრამ'' სენსაცია შემოგვთავაზა.

მოედანს ბათუმის ''დინამოს'' 34 წლის მარცხენა მცველი გიორგი ნავალოვსკი დაუბრუნდა, რომელმაც ტრავმა ევროპა ლიგაზე ''ბეერ-შევასთან'' მიიღო და სექტემბრის სანაკრებო მატჩები გამოტოვა. მან ''გაგრასთან'' 90 წუთი ითამაშა.

ბათუმის ''დინამო'' აშკარა კრიზისშია. აჭარულმა გუნდმა ბოლო სამი მატჩი დათმო, 7 გოლი გაუშვა და მხოლოდ 1 გაიტანა. ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ებრაულმა ''ბეერ-შევამ'' გეგუჩაძის გუნდი 3:0 დაამარცხა, რასაც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში უშუალო კონკურენტ თბილისის ''დინამოსთან'' წაგებული მატჩი მოჰყვა (1:3). ამჯერად ზღვისპირელები რანგით მეორე ლიგაში მოასპარეზე ''გაგრასთან'' დამარცხდნენ.

აღნიშნული მატჩებიდან გამომდინარე შესაძლოა კლუბის ხელმძღვანელებმა გია გეგუჩაძის გუნდიდან წასვლის საკითხი განიხილონ.

შეგახსენებთ, გამოცდილი სპეციალისტი ბათუმურ კლუბში 2018 წლიდან მუშაობს. პირველ სეზონში ''დინამო'' უმაღლეს ლიგაში დააბრუნა, გასულ წელს კი გეგუჩაძის გუნდი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები