ტრავმა მძიმე აღმოჩნდა - აგუერო ორ თვეს გამოტოვებს
Aa
Aa

ტრავმა მძიმე აღმოჩნდა - აგუერო ორ თვეს გამოტოვებს

"მანჩესტერ სიტის" ოფიციალური საიტი ავრცელებს ინფორმაციას, რომ სერხიო აგუერო მომდევნო ორი თვის მანძილზე კლუბს ვერ დაეხმარება. ამასთან დაკავშირებით პეპ გუარდიოლამ კომენტარი გააკეთა.

"ვიცოდით, რომ კუნს მძიმე ტრავმა ჰქონდა, მაგრამ ასეთ სირთულესაც არ ველოდით. ახლა ის საკუთარ თავზე მუშაობს და ვფიქრობ ორ თვეში დაბრუნდება. სამწუხაროდ აგუერო არ განეკუთვნება იმ ფეხბურთელების კატეგორიას, რომლებიც ფიზიკურ კონდიციებს მალე იღდგენენ.

ის ვალდებულია მალე დაბრუნდეს და საუკეთესო ფორმაში ჩადგეს. წინ დიდი სეზონი გველოდება და სერხიო აუცილებლად დაგვჭირდება." - განაცხადა გუარდიოლამ

არგენტინელმა თავდამსხმელმა დაზიანება 22 ივნისს "ბარნლის" წინააღმდეგ მიიღო. აგუერომ მკურნალობა "ბარსელონაში" გადაწყვიტა. ოპერაცია მას ესპანელმა ექიმმა რეიმონ კუგატმა გაუკეთა. პეპს იმედი ჰქონდა, რომ 32 წლის ფეხბურთელი ორშაბათს "ვულვზის" წინააღმდეგ ითამაშებდა, მაგრამ მეორადი დაკვირვების შემდეგ გაირკვა, რომ მას კიდევ ერთი ოპერაცია სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ სერხიო აგუერო "ქალაქელებში" 2011 წელს გადავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში არგენტინელმა 370 მატჩი ჩაატარა და 254 გოლი გაიტანა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები