მორიგი
Aa
Aa

მორიგი "გამპერის თასი" - ბარსელონა კვლავ გამარჯვებულია

ყველასთვის ცნობილია, რომ ყოველ წელს "ბარსელონა" ერთ მატჩიან ამხანაგურ ტურნირს ატარებს. გამონაკლისი არც წელს მოხდა და კატალონიელებმა "გამპერის თასზე" შინ "ელჩე" მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხეს.

მატჩში ერთადერთი გოლი მე-2 წუთზე ანტუან გრიზმანმა გაიტანა. ფრანგმა ხორდი ალბას გამოზომილ პასს ზუსტი დარტყმით უპასუხა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ "ბლაუგრანას" რიგებში მირალემ პიანიჩის დებიუტი შედგა. ბოსნიელი ფეხბურთელი მინდორზე 63-ე წუთზე შევიდა. 

მატჩის MVP ფილიპე კოუტინიო გახდა. ბრაზილიელმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" "გამპერის" თასი ისტორიაში 43-ედ მოიგო. ეს გასაკვირი არ არის, რადგან ძირითადად კატალონიელებს სუსტი მეტოქე ხვდებათ. "ბარსას" შემდეგ, ხსენებული თასი ყველაზე მეტჯერ(2) "კიოლნს" აქვს მოგებული.

"ლურჯბროწეულისფერები" შემდეგ თამაშს ლა ლიგაში 27 სექტემბერს, "ვილიარეალის" წინააღმდეგ გამართავენ. მათთვის მიმდინარე ლა ლიგის სეზონში პირველი მატჩი იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 19:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები