სემედუ ვულვზში გადადის - ბარსა დესტის შეძენას შეეცდება
Aa
Aa

სემედუ ვულვზში გადადის - ბარსა დესტის შეძენას შეეცდება

"ბარსელონასა და ვულვზს შორის ნელსონ სემედუს ტრანსფერზე შეთანხმება მალე შედგება. ამ ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ინგლისურმა კლუბმა კატალონიელებს სემედუს სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო შესთავაზეს, რაზეც "ბარსა" მალე თანხმობას განაცხადებს და გარიგება შედგება.

კატალონიელები ასევე არტურო ვიდალსაც უშვებენ, რომელიც "ინტერში" მიდის. ხსენებული 2 ტრანსფერი უახლოეს საათებში დადასტურდება, რის შემდეგაც "ბარსელონა" სერჟინიო დესტის გაფორმებას შეეცდება.

როგორც ცნობილია, "აიქსის" 19 წლის ამერიკელი მარჯვენა მცველის გადასაბირებლად "ბაიერნიც" იბრძვის. "რეკორდმაისტერი" უახლოეს საათებში ამსტერდამელთათვის ახალ წინადადებას მოამზადებს.

"ბარსელონასა" და "ბაიერნს" შორის დიდი ბრძოლა შედგება. დიდი ალბათობით დესტი კარიერას რომელიმე ზემოხსენებულ გრანდში გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ დესტმა „აიაქსის“ რიგებში 39 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 2 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები