Aa
Aa

"კეპამ უხეში შეცდომა დაუშვა" - ლამპარდმა ესპანელი მეკარე გააკრიტიკა

პრემიერ ლიგის ეგიდით ერთამენთს "ჩელსი" და "ლივერპული" დაუპირისპირდნენ. მატჩი "მერსისაიდელთა" გამარჯვებით 0:2 დასრულდა. შეხვედრაში კეპამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და სადიო მანეს მეორე გოლის გატანის საშუალება მისცა. თამაშის დასრულების შემდეგ ფრენკ ლამპარდმა კომენტარი გააკეთა.

"პირველი ტაიმი კარგად მიდიოდა, მაგრამ ბოლოს კრისტენსენმა წითელი ბარათი მიიღო. ამან ჩვენი გეგმები შეცვალა. სამწუხაროდ მეორე ნახევარში კეპამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და ყველაფერი დასრულდა.

"ბრაიტონთან" თამაშის შემდეგ ბედნიერი ვიყავი, მაგრამ დღეს ძალიან გავბრაზდი. შეგვეძლო მატჩი ფრედ 1:1 დაგვესრულებინა, მაგრამ რიგ ეპიზოდებში არ გაგვიმართლა. ესპანელ მეკარეს მეტი ყურადღებით თამაში მართებს.

ვიმეორებ წითელმა ბარათმა ყველაფერი შეცვალა. გაძევების შემდეგ ფეხბურთელებმა ჩემი მითითებები ვეღარ შეასრულეს. ვფიქრობდი, რომ მსაჯი ყვითელ ბარათს ძალაში დატაოვებდა, მაგრამ მან სხვაგვარად განსაჯა ეპიზოდი. ჩემი გადმოსახედიდან კრისტენსენის გაძევება ყოვლად ზედმეტი იყო.

ჩემი გეგმა კონტრ-შეტევებზე თამაში იყო და შეხვედრის პირველ ნახევარში ეს ტაქტიკა ამართლებდა. საბოლოო ჯამში დავმარცხდით და ახლა მომავალ მატჩზე უნდა ვიფიქროთ." განაცხადა ლამპარდმა

როგორც უკვე მოგახსენეთ "მერსისაიდელებმა" "არისტოკრატები" 0:2 დაამარცხეს. მატჩში ორივე გოლი სადიო მანემ გაიტანა. "ჩელსი" შემდეგ შეხვედრას 26 სექტემბერს, "ვესტ ბრომვიჩის" წინააღმდეგ გამართავს. რაც შეეხება "ლივერპულს", კლოპის შეგირდები მიმდინარე თვის 28 რიცხვში, "ენფილდზე" "არსენალს" უმასპინძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები