Aa
Aa

ბარტისა და ოსაკას შემდეგ ანდრეესკუც - კანადელი როლან გაროსს გამოაკლდა

ამერიკის ღია პირველობის ექს-ჩემპიონი, ბიანკა ანდრეესკუ „როლან გაროსის“ წლევანდელ გათამაშებასაც გამოაკლდება.

ანდრეესკუმ ამის შესახებ ერთ-ერთ კანადურ ტელევიზიასთან საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ სარეაბილიტაციო პერიოდის დაჩქარება არ სურს.

როგორც ვიცით, 20 წლის კანადელი მუხლის ტრავმას მკურნალობს და კორტზე გასული წლის ნოემბრის შემდეგ აღარ გასულა.

ანდრეესკუს გარდა, საფრანგეთის ღია პირველობის წლევანდელ გათამაშებას მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიოს პირველი ჩოგანი ეშლი ბარტი და ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებული ნაომი ოსაკაც დააკლდებიან.

„როლან გაროსის“ საკვალიფიკაციო ეტაპი დღეიდან იწყება, ძირითადი ბადის შეხვედრები კი 27 სექტემბრიდან გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები