იუვენტუსი მორატაზე გადაერთო -
Aa
Aa

იუვენტუსი მორატაზე გადაერთო - "ბიანკონერის" ესპანელის დაბრუნება სურს

ცნობილია, რომ ტურინის "იუვენტუსი" ახალი თავდამსხმელის ძიებაშია. ბოლო პერიოდის განმავლობაში "ბებერ ქალბატონს" ედინ ჯეკო და ლუის სუარესი დაუკავშირეს, მაგრამ არცერთი ტრანსფერი არ შედგა. დღეს კი სპორტული გამოცემა GOAL ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

"ბიანკონერი" თავისი ყოფილი ფეხბურთელის, ალვარო მორატას დაბრუნებას ცდილობს. ტურინელებმა "როხიბლანკოს" ხელმძღვანელობას წინადადებით უკვე მიმართეს და ახლა ჯერი მათზეა. დღეს ცნობილი გახდა, რომ "ატლეტიკო" ურუგვაელი თავდამსხმელის, ლუის სუარესის შეძენასთან ძალიან ახლოს არის და ეს გარემოება "იუვეს" წისქვილზე ასხამს წყალს. 

შეგახსენებთ, რომ მორატა ტურინში 2014 წლიდან, 2016 წლის ჩათვლით თამაშობდა. ამ პერიოდის განმავლობაში ესპანელმა 93 შეხვედრა ჩაატარა და 27 გოლი გაიტანა. მათ შორის ერთი ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მაგრამ "იუვეს" სამწუხაროდ ეს საკმარისი არ გამოდგა და მათ "ბარსელონასთან" 1:3 წააგეს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები