ბექა საღინაძეს სადებიუტო ლელო საფრანგეთში
Aa
Aa

ბექა საღინაძეს სადებიუტო ლელო საფრანგეთში

საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონში ტური ისე არ ჩაივლის, რომ ქართველი ლეგიონერებიდან მინიმუმ ერთმა მორაგბემ თავი ლელოთი არ გამოიჩინოს.

პრო დე2-ის მესამე ტურში თავი ‘ორიაკის’ მესამეხაზელმა ბექა საღინაძემ გამოიჩინა. 21 წლის ბორჯღალოსანი ფრანგულ კლუბს 2018 წელს შეუერთდა და პირველ გუნდში რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა, წელს კი, ის გუნდის ძირითად მოთამაშედ იქცა, სამივე მატჩი სასტარტოში დაიწყო და ლელოების ანგარიშიც გახსნა. 

‘ორიაკი’ ‘კოლომიეს’ დაუხვდა. საღინაძემ სრულად ითამაშა და 14:19 წაგებულ მატჩში ლელო 77-ე წუთზე გაიტანა, რითაც საკუთარ გუნდს ბონუსი მოუპოვა.

მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში კიდევ ორი ქართველი იყო. კვაჭი ლუკა ნიორაძე დებიუტშივე დაშავდა და მე-10 წუთზე შეცვალეს. მეორეხაზელმა გიორგი ჯავახიამ 51-ე წუთამდე ითამაშა. ის მე-20 წუთზე სინბინით დაისაჯა. თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო გიორგი ქართველიშვილი.

‘კოლომიეს’ სასტარტოში იყო ბექა შეყლაშვილი. მან 37-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და სასჯელის ვადის ამოწურვის შემდეგ შეცვალეს, თუმცა 70-ე წუთზე მოედანზე დაბრუნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები