ტაისონის მწვრთნელი: „54 წლის მაიკს ფიურისა და ჯოშუას დამარცხება შეუძლია
Aa
Aa

ტაისონის მწვრთნელი: „54 წლის მაიკს ფიურისა და ჯოშუას დამარცხება შეუძლია"

მაიკ ტაისონის მწვრთნელი, რაფაელ კორდეირო დარწმუნებულია, რომ 54 წლის „რკინის მაიკს“ დროის უკან დაბრუნება და ჯოშუასთან და ფიურისთან გამარჯვების მოპოვება შეუძლია. კორდეირომ ინტერვიუ TMZ-ს მისცა და განაცხადა, რომ ტაისონის შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარება.

„ვთვლი, რომ მაიკ ტაისონს ენტონი ჯოშუასა და ტაისონ ფიურის დამარცხება შეუძლია. თუ ის გადაწყვეტს, რომ ერთ დღეს საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლოს, რატომაც არა?! ვინ თქვა, რომ მათთან მოგება შეუძლებელია?

მაიკი სპორტდარბაზში ყოველდღე ჩხუბობს და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი საუკეთესო ჯერ კიდევ წინ აქვს. ის ყოველდღე უმატებს და 54 წლის მებრძოლივით ნამდვილად არ გამოიყურება. ასე რომ, გამორიცხული არაფერია. თუ ერთ დღეს მოისურვებს, რომ საკუთარი შესაძლებლობები დაამტკიცოს და თავისი ტექნიკა გამოცადოს, რატომაც არა“?!

შეგახსენებთ, რომ მაიკ ტაისონს რინგზე 28 ნოემბერს ვიხილავთ და იგი საჩვენებელ ბრძოლაში როი ჯონს ჯუნიორს დაუპირისპირდება. ლეგენდარულმა მოკრივემ ხელთათმანები ლურსმანზე 2005 წელს ჩამოკიდა, მაგრამ ბოლო პერიოდში სისტემატურად ვარჯიშობს და შესანიშნავ ფორმაშიც იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები