Aa
Aa

ტომასი: „კარიმი ყველა დროის საუკეთესოა, თუმცა ლებრონი მას აუცილებლად გადაასწრებს"

„დეტროიტ პისტონსის“ ლეგენდარულმა გამთამაშებელმა, აიზეია ტომასმა ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელების შესახებ ისაუბრა. „ზეკემ“ მაიკლ ჯორდანი კვლავ უყურადღებოდ დატოვა და განაცხადა, რომ ლებრონ ჯეიმსი დღესდღეობით ნომერ პირველ კარიმ აბდულ-ჯაბარს აუცილებლად გადაასწრებს.

„არასდროს მინახავს კალათბურთელი, რომელიც ერთდროულად ამდენ კატეგორიაში დომინირებს. NBA-ში ყოფილან მოთამაშეები, რომლებიც კონკრეტულ ასპექტებში დომინირებდნენ, მაგრამ პირველად ვხედავთ კალათბურთელს, რომელიც პარკეტზე აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს. თანაც 17 წელია ასეა და კრახი არცერთხელ განუცდია.

დღესდღეობით კარიმ აბდულ-ჯაბარი ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელია, თუმცა კარიერის დასრულების შემდეგ, ლებრონ ჯეიმსი მას აუცილებლად გადაასწრებს და ნომერ პირველი გახდება“.

ცნობისთვის, მაიკლ ჯორდანი და აიზეია ტომასი წლების წინ პარკეტზე ერთმანეთის დაუძინებელი მტრები იყვნენ და კარგი ურთიერთობა არც ახლა აქვთ. „ზეკე“ „ემჯეის“ ყველა დროის საუკეთესოდ არ აღიარებს და საკუთარი მოსაზრების საჯაროდ დაფიქსირების შანსს ხელიდან იშვიათად უშვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები