Aa
Aa

"Fish Finders" სპორტული თევზჭერის ჩემპიონატის გამარჯვებულია

ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ჩემპიონატის მე-4 დასკვნით ეტაპს სიონის წყალსაცავმა უმასპინძლა. ჩემპიონატის რეიტინგებში გათანაბრებული გუნდების და სპორტსმენების ცხრილი საბოლოოდ ამ ტურს უნდა გადაეწყვიტა.

"სიონის საშემოდგომო ტურნირი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. იმის გამო რომ ის ბოლო შესარჩევი ეტაპია ჩემპიონატში, როგორც წესი აქ ხდება საქართველოს ჩემპიონთა გამოვლენა" - ამბობს ფიდერის ფედერაციის პრეზიდენტი გიგა გაბრიაძე.

სიონის საშემოდგომო ტურნირზე, როგორც წესი აქცენტი შამაიის ტემპში ჭერაზე კეთდება. თითო ტურში სპორტსმენი საშუალოდ 500-700 ჯერ ახორციელებს მონტაჟის წყალში გაშვებას და აქედან ნახევარი ბადეში ჩაგდებული თევზით მთავრდება. თითო შამაია საშუალოდ 15-20 გრამს იწონის და ასეთ ტურნირზე 5 საათის მერე 4000-5000 გრამის მოგროვება საკმაოდ რთული ამოცანაა. ხოლო თუ საპრიზოზე მოხვედრა გინდა, მაშინ ამ წონის გაკეთება აუცილებელია.

სიონის ტურნირის გამარჯვებული დაძაბულ ორთაბრძოლაში გუნდმა "Fish Finders" (არტურ ვართარეზოვი, დიმიტრი ჯარიაშილი, ლაშა დარჩიაშვილი, არსენ იმედაშვილი) დაიკავა 14,5 ქულით, რომელმაც სულ რაღაც ნახევარი ქულით ჩამოიტოვა უკან "შმარტ ფეედერ" (მალხაზ მახარაშვილი, გიგა გაბრიაძე, ზურა მერეკლიშვილი, ბესო ბერიძე), რომელმაც 15 ქულა დააგროვა. მესამე ადგილზე კი გუნდი "Smart Feeder"  (მამუკა გეგეჭკორი, ლადო ზარკალიანი და ბადრი ხოსრუაშილი) გავიდა 18 ქულით. 

პირად ჩათვლაში პირველობა "Only Feeders"-ის სპორტსმენმა დიმიტრი ჯარიაშლმა მოიპოვა, ქულებით 1+1=2 და 4670გ + 5260გ = 9930 გრამით, ხოლო მეორე და მესამე ადგილები გუნდი "შმარტ Fეედერ" ის სპორსტემენებს, გიგა გაბრიაძესა (ქულით 1+2=3, 4720გ + 5330გ = 10050გ) და ზურა მერეკლიშვილს (ქულით 2+1=3, 3830გ + 4260გ = 8090გ) ერგოთ. 2020 წლის ეროვნული ჩემპიონი გახდა გუნდი "Fish Finders" (არტურ ვართარეზოვი, დიმიტრი ჯარიაშილი, ლაშა დარჩიაშვილი, არსენ იმედაშვილი) 2020 წლის ეროვნული ჩემპიონაი პირად ჩათვლაში გახდა - გიგა გაბრიაძე. საქართველოს 2021 წლის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა კი ასე გამოიყურება: 1 - გიგა გაბრიაძე 2 - დიმიტრი ჯარიაშვილი 3 - ზურა მერეკლიშვილი 4 - ლაშა დარჩიაშვილი 5 - ლადო ზარკალიანი 6 - არტურ ვართარეზოვი.

"წელს საკმაოდ მძიმე წელი გვქონდა პანდემიიდან გამომდინარე. თუმცა ფედერაცაიმ მაინც შეძლო და წარმატებით ჩაატარა 2020 წლის ეროვნული ჩემპიონატი. ვულოცავ 2020 წლის ჩემპიონებს "Fish Finders" უნაკლო სეზონის ჩატარებას. მინდა ავღნიშნო მომავალ წლის ეროვნული ნაკრების ძალიან ძლიერი შემადგენლობა, რომელიც დარწმუნებული ვარ დიდ წარმატებას მიაღწევს 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე" - განაცხადა ფიდერის ფედერაციის პრეზიდენტმა გიგა გაბრიაძემ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები