თომას ბახის მილოცვა ლერი ხაბელოვს
Aa
Aa

თომას ბახის მილოცვა ლერი ხაბელოვს

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს 2020 წლის 11 სექტემბერს გამართულ საანგარიშო-საარჩევნო სესიაზე ახალი ოთხწლიანი ვადით არჩევა მიულოცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელებმა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, თომას ბახის მიერ გამოგზავნილ მისალოც წერილში ნათქვამია:

„პატივცემულო პრეზიდენტო,

გულითადად გილოცავთ  2020 წლის  11 სექტემბერს სეოკ-ის  პრეზიდენტის პოსტზე  თქვენს ხელახლა არჩევას და წარმატებით განვლილ  საპრეზიდენტო ვადას. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მოუთმენლად ელის  ნაყოფიერ თანამშრომლობას თქვენს ეოკ-თან და სრულად თქვენს განკარგულებაში ვრჩებით, რათა გავაგრძელოთ  ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერა და დახმარება მისი მისიისა და შემდგომი ყოველდღიური საქმიანობის განსახორციელებლად.

ჩვენ ყოველთვის უფრო ძლიერები ვართ ერთად .

ოლიმპიური სულისკვეთებით და პატივისცემით,

 თომას ბახი."

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები