შერმადინმა ბილბაოს 19 ქულა ჩაუგდო - ტენერიფემ ზედიზედ მეორედ იმარჯვა
Aa
Aa

შერმადინმა ბილბაოს 19 ქულა ჩაუგდო - ტენერიფემ ზედიზედ მეორედ იმარჯვა

გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფე“ ლიგა ენდესას მეორე ტურში „ბილბაოს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 81-70 დაამარცხა.

ქართველი კალათბურთელის გუნდი საწყისი სამი მეოთხედის განმავლობაში დამაჯერებლად გამოიყურებოდა და ბოლო ათწუთეულს 15-ქულიანი უპირატესობით შეხვდა. გადამწყვეტ მეოთხედში „ბილბაომ“ გაიბრძოლა, მაგრამ მატჩში გარდატეხის შეტანა ვერ მოახერხა.

„შერმინატორმა“ ჩინებული შეხვედრა ჩაატარა. გიომ პარკეტზე 24 წუთი და 44 წამი გაატარა და ამ დროში 19 ქულას, 3 მოხსნასა და 1 შედეგიან გადაცემას დასჯერდა. შერმადინმა 10-დან 5 ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 20 გახლდათ და ამ მაჩვენებლით „იბეროსტარ ტენერიფეს“ რიგებში საუკეთესო იყო.

ქართველი ცენტრის გარდა, 19 ქულა ფიტიპალდომ დააგროვა. აარონ დოორნეკამპი 16 ქულასა და 4 შედეგიან გადაცემას დასჯერდა. დანი დიესი კი 13 ქულით გამოირჩა. იბეროსტარ ტენერიფე“ მომდევნო შეხვედრას 26 სექტემბერს გამართავს და სტუმრად „მურსიას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები