Aa
Aa

დიბალამ ვარჯიში განაახლა და რომასთან მატჩისთვის ემზადება

ტურინის „იუვენტუსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაულო დიბალამ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა.

Tuttosport-ის ინფორმაციით, „ლა ხოია“ უქმეებზე „რომასთან“ გასამართი მატჩისთვის ემზადება და, შესაძლოა, მოედანზე გასვლაც შეძლოს.

დიბალას 7 აგვისტოს შემდეგ აღარ უთამაშია და დაახლოებით უკვე თვე-ნახევარია ბარძაყის ტრავმას მკურნალობდა. უთამაშებლობის მიუხედავად, 26 წლის შემტევი არგენტინის ნაკრების უახლოეს შეკრებაზეა გამოძახებული.

„იუვენტუსი“ „რომას“ 27 სექტემბერს სტუმრად შეხვდება. ანდრეა პირლოს გუნდმა სერია A-ს პირველ ტურში „სამპდორია“ დაამარცხა, „რომამ“ კი „ვერონასთან“ 0:0 ითამაშა, მაგრამ ამადუ დიავარას არასწორად დარეგისტრირების გამო ტექნიკური წაგება ჩაეთვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები