ტოჩინოშინის მე-7 მარცხი - ლევანს შეცდომის უფლება აღარ რჩება
Aa
Aa

ტოჩინოშინის მე-7 მარცხი - ლევანს შეცდომის უფლება აღარ რჩება

ტურნირის მე-12 დღეს ტოჩინოშინი კომოსუბი ოკინოუმის დაუპირისპირდა და იორიკირით დამარცხდა.

ლევანმა ბრძოლა არადამაჯერებლად დაიწყო და ვერ გადაწყვიტა, თუ რა სტილით შეეტია მეტოქისთვის, რომელმაც ყველაფერი ზუსტად გააკეთა და ქართველი დოჰიოდან ძალიან მარტივად გადაიყვანა.

„ტოჩი“ მის წინააღმდეგ დოჰიოზე დღემდე სულ 14-ჯერ წარსდგა და 8 შემთხვევაში გამარჯვება ქართველს დარჩა, 6-ჯერ კი დამარცხდა.

ამრიგად, ტოჩინოშინს ბალანსი 5:7-ზე აქვს და დარჩენილი 3 ბრძოლიდან ყველას მოგება სჭირდება, რათა დადებითი ბალანსი დააფიქსიროს.

ტურნირის მე-13 დღეს ლევანის მეტოქე მე-6 მაეგაშირა კაგაიაკი იქნება, რომელსაც ქართველი რიკიში სულ 5-ჯერ შეხვდა და ხუთივეჯერ დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები