''რთული თამაში გველის, მიზანი ფლეი-ოფში გასვლაა'' - ჩისკოს გუნდი ხელოვნურ საფარზე ითამაშებს
Aa
Aa

''რთული თამაში გველის, მიზანი ფლეი-ოფში გასვლაა'' - ჩისკოს გუნდი ხელოვნურ საფარზე ითამაშებს

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერის კუნძულების მოქმედი ჩემპიონი ''კლაკსვიკი'' კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2019 წლის გამარჯვებულს, თბილისის ''დინამოს'' დაუპირისპირდება.

თბილისის ''დინამოს'' მთავარი მწვრთნელი ჩისკო მუნიოსი კლუბის პრესსამსახურს ესაუბრა.

ჩისკო მუნიოსი: ''გათამაშების ამ ეტაპზე სუსტი მეტოქე არ არსებობს. ჩვენ საკმაოდ რთული შეხვედრა გველის. შემიძლია ვთქვა, რომ კარგი გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში. მეტოქეს გამორჩეული ფეხბურთელები ჰყავს, განსაკუთრებით შემტევ ხაზში.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხებულ უელსურ გუნდთან შედარებით ''კლაკსვიკი'' უფრო ტექნიკური გუნდია. მეტოქე აქცენტს მოედნის ცენტრში ბურთის გაკონტროლებაზე აკეთებს. ასე რომ განსხვავებული თამაში იქნება.

ფლეი-ოფში გასვლის ძალიან დიდი სურვილი გვაქვს. ვფიქრობ, ყველა მაქსიმალურად ასი პროცენტით დაიხარჯება.

გასულ წლებში ფარერის კუნძულებზე ფეხბურთის დონემ მოიმატა, რაც როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო ასპარეზობიდან ნათლად ჩანს''.

გიორგი გაბედავა: ''გასვლითი მატჩი გვაქვს. პლუს ამას თამაში ხელოვნურ საფარზე გვიწევს. ყველაფრის მიუხედავად გუნდში კარგი განწყობაა, თამაშისთვის კარგად მოვემზადეთ. მიუხედავად იმისა, რომ ფარერის კუნძულების ჩემპიონატი დაბალი დონის ლიგად ითვლება, მეტოქეს კარგი ლეგიონერები ჰყავს და რთული შეხვედრის მოლოდინი გვაქვს''.

უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ''კლაკსვიკისა'' და თბილისის ''დინამოს'' დაპირისპირება დღეს, 24 სექტემბერს თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

ფოტო/ვიდეო: თბილისის ''დინამოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები