ოფიციალურად - ჩელსიმ მენდი გაიფორმა
Aa
Aa

ოფიციალურად - ჩელსიმ მენდი გაიფორმა

ლონდონის „ჩელსიმ“ „რენის“ აწ უკვე ყოფილი მეკარე, ედუარ მენდი გაიფორმა. 28 წლის გოლკიპერის ტრანსფერი „ლურჯებს“ 22 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდათ და სენეგალელმა „არისტოკრატებს“ საკუთარი მომავალი 5 წლით დაუკავშირა.

„ჩელსიში გადმოსვლით აღფრთოვანებული ვარ. ამ საოცარი შემადგენლობის ნაწილად ყოფნა და ფრენკ ლამპარდთან და მის სამწვრთნელო შტაბთან მუშაობა ჩემთვის ახდენილი ოცნებაა. ახალ თანაგუნდელებთან შეხვედრას მოუთმენლად ველი და ერთი სული მაქვს ჩელსიში თამაშს როდის დავიწყებ“, - განაცხადა მენდიმ ლონდონელთა ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას.

მენდი მე-7 ფეხბურთელია, რომელიც მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას „ჩელსის“ შეუერთდა. ბრიტანული გამოცემები ვარაუდობენ, რომ „არისტოკრატთა“ ახალი შენაძენი ადგილს ძირითად შემადგენლობაში დაიკავებს და საშინელ ფორმაში მყოფ კეპა არისაბალაგას ჩაანაცვლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები