მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქე და ბრძოლის სავარაუდო თარიღი ცნობილია
Aa
Aa

მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქე და ბრძოლის სავარაუდო თარიღი ცნობილია

The Athletic-ის ჟურნალისტის, გრეგ როზენშტაინის ინფორმაციით, UFC-მ მერაბ დვალიშვილს მომდევნო მეტოქე შეურჩია. ქართველი მებრძოლი სავარაუდოდ, 5 დეკემბერს იჩხუბებს და მისი მოწინააღმდეგე ამერიკელი კოდი სტამანი იქნება.

სტამანს კარიერაში 19 გამარჯვება, 3 მარცხი და 1 ფრე აქვს. UFC-ში კი 8 ბრძოლა გამართა და 5-ჯერ მოიგო, 2-ჯერ წააგო, ერთხელ კი ფრეს დასჯერდა. მან ბოლოს ჯიმი რივერასთან იჩხუბა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილს UFC-ში წაგებული საწყისი 2 ბრძოლის შემდეგ, ზედიზედ 5 გამარჯვება აქვს. ქართველმა მებრძოლმა ბოლოს ჯონ დოდსონი ასევე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

ცნობისთვის, UFC-ის განახლებულ რეიტინგში დვალიშვილი მე-13 პოზიციაზე იმყოფება. მე-12 ადგილს კი სწორედ კოდი სტამანი იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები