სეზონის ბოლოს შესაძლოა რონალდუმ იუვენტუსი დატოვოს
Aa
Aa

სეზონის ბოლოს შესაძლოა რონალდუმ იუვენტუსი დატოვოს

Okdiario-ს ცნობით, კრიშტიანუ რონალდუ 2020-2021 წლების სეზონის შემდეგ, „იუვენტუსის“ დატოვებას გეგმავს.

წყაროს ცნობით, პორტუგალიელი თავისი კარიერის ბოლო 2 წლით უკმაყოფილოა, რადგან მან ჩემპიონთა ლიგის მოგება ვერ შეძლო და ვერც მე-6 ოქროს ბურთს დაეუფლა.

რონალდუს მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა სურს და ისეთ კლუბში თამაში უნდა, რომელსაც დიდი ტიტულების მოგების შესაძლებლობა ექნება.

გამოცემა ასევე წერს, რომ რონალდუ პირლოს სქემით უკმაყოფილოა, რადგან ის გუნდურ ფეხბურთზეა გათვლილი და ინდივიდუალურად რომელიმე ფეხბურთელზე თამაში არ აეწყობა.

აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუმ გასულ 2 სეზონში სერია ა-ს ბომბარდირის პრიზის მოგებაც ვერ შეძლო. აშკარაა, რომ „იუვენტუსი“ სრულიად განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს და „რეალისგან“ განსხვავებით თამაშს რონალდუზე არ (ან ვერ) აწყობს.

რონალდუ მალე 36 წლის გახდება და მიმდინარე სეზონის ჩაგდების შემთხვევაში დიდი ალბათობით, კლუბის შეცვლას მართლაც გადაწყვეტს.

რონალდუს კონტრაქტი კლუბთან 2022 წლის 30 ივნისამდეა ძალაში და პორტუგალიელი მის გახანგრძლივებას არ გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები