10-წლიანი პაუზის შემდეგ ფახთაქორი ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში გავიდა
შოთა არველაძის გაწვრთნილმა ტაშკენტის ''ფახთაქორმა'' კიდევ ერთი წარმატებული მატჩი ჩაატარა. კორონავირუსით დაინფიცირების გამო შოთა არველაძე აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩს ვერ დაესწრო, თუმცა მისმა გაწვრთნილმა გუნდმა ირანული ''შაჰრ ხოდრო'' დაამარცხა და 10-წლიანი პაუზის შემდეგ ფლეი-ოფში გავიდა. ირანული გუნდის კარში ერთადერთი გოლი 65-ე წუთზე ჯალოლიდინ მაშარიპოვმა გაიტანა.
4 ტურის შემდეგ B ჯგუფში ''ფახთაქორი'' 10 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან ''ალ აჰლის'' 3 ქულით უსწრებს, ხოლო ''შაჰრ ხოდრო'' 0 ქულით მესამე პოზიციას იკავებს. ფეხბურთელთა ინფიცირების გამო ''ალ ჰილალმა'' მეოთხე ტურის მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო, რის გამოც ტურნირიდან მოკვეთეს და მერვედფინალში ''ფახთაქორი'' და ''ალ აჰლი'' გავიდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ შოთა არველაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: ''10 წლის შემდეგ ჩემი გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში პირველად ითამაშებს. ძალიან ბედნიერი ვარ ამ მიღწევით, განსაკუთრებით გუშინდელი დღის შემდეგ. ვამაყობ ჩემი სტაფითა და ფეხბურთელებით.''
Dressing room celebration by ???????? Pakhtakor after sealing their place in the Round of 16!#ACL2020 pic.twitter.com/WWT5CugoWN
— #ACL2020 (@TheAFCCL) September 24, 2020
აზიის ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების პარალელურად ტაშკენტის ''ფახთაქორი'' უზბეკეთის სუპერლიგას ლიდერობს. 16 ტურის შემდეგ ''ფახთაქორი'' 41 ქულით უზბეკეთის ჩემპიონატში პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან აგმკ-ს 8 ქულით უსწრებს.