Aa
Aa

"ერთ დღეს "ბარსელონაში" დავბრუნდები" - ინიესტა თავის მომავალზე

ანდრეს ინიესტა ამჟამად "ვისელ კობეს" ღირსებას იცავს. ესპანელი ლეგენდა კატალონიის "ბარსელონაზე" და მის შესაძლო დაბრუნებაზე საუბრობს. ანდრესი იმედოვნებს, რომ ერთ დღეს ის კვლავ "ბარსას" გუნდის წევრი იქნება. ინფორმაციას სპორტული გამოცემა MUNDO DEPORTIVO ავრცელებს

"ჩემი ერა "ბარსელონაში" დასრულებულია. კატალონიაში მრავალი წელი გავატარე და ჩემი გული მათ ეკუთვნის. ვიმედოვნებ, რომ ერთ დღეს გუნდში დაბრუნებას შევძლებ. არ აქვს მნიშვნელობა რა თანამდებობაზე. იქაურობა ჩემი სახლია და მსურს მომავალში "ბლაუგრანას" ვემსახურო.

ჯერჯერობით გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი, რადგან "კობესთან" კიდევ ერთ წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს. შესაძლებელია, რომ ხელშეკრულება გავახანგრძლივო და იაპონიაში უფრო დიდ ხანს დავრჩე." - განაცხადა ინიესტამ

შეგახსენებთ, რომ ანდრესი "ბარსადან" 2018 წელს წავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან კლუბის მაისურით 674 მატჩი ჩაატარა, მოიგო ყველა შესაძლო საკლუბო ტურნირი და 57 გოლი გაიტანა. ამასთან ერთად ვეტერანი ფეხბურთელი მსოფლიოსა და ევროპის ორ გზის ჩემპიონიც გახლავთ.

რაც შეეხება ინიესტას იაპონურ კარიერას - 51 შეხვედრა და 11 გოლი. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები