უეფას ეგიდით გამართულ ტურნირებზე 5 ცვლილების წესი იმოქმედებს
Aa
Aa

უეფას ეგიდით გამართულ ტურნირებზე 5 ცვლილების წესი იმოქმედებს

უეფამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მისი ეგიდით გამართულ ტურნირებზე 5 ცვლილების წესი 2020-21 წლების სეზონის ბოლომდე იმოქმედებს. საუბარია ჩემპიონთა ლიგაზე, ევროპა ლიგაზე, ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ერთა ლიგაზე, ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე და ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე.

5 ცვლილების წესი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ შემოიღეს და მისი მიზანი ტრავმების თავიდან არიდებაა. ამ წესს ევროპაში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, რომლებიც თვლიან, რომ 5 ცვლილება წყალს გრანდების წისქვილზე ასხამს, რადგან მათ გრძელი სათადარიგოთა სკამი ჰყავთ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის ახალ სეზონში 5 ცვლილების წესი აღარ მოქმედებს და გუნდებს მხოლოდ 3 ცვლილების განხორციელების უფლება აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები