ნეიმარს წლის ბოლომდე დისკვალიფიკაცია ემუქრება
Aa
Aa

ნეიმარს წლის ბოლომდე დისკვალიფიკაცია ემუქრება

პსჟ-სა და „მარსელის“ სკანდალური მატჩის შემდეგ, გამოძიება დღემდე მიმდინარეობს და შესაძლოა ნეიმარი რასიზმის ბრალდებით ფეხბურთს ხანგრძლივი ვადით ჩამოაშორონ.

ხსენებული მატჩისადმი დიდი ინტერესის გამო, ამოღებულ იქნა ბევრი ფრაგმენტი, რომლებიც ტუჩებზე კითხვის სპეციალისტებმა უნდა შეისწავლონ. ამ მომენტისთვის ცნობილი ხდება, რომ „მარსელის“ ფეხბურთელი გონსალესი ნეიმარს ეუბნება სიტყვა mono-ს, რაც ესპანურად „ხმა ჩაიგდე ბინძურო მაიმუნო“-ს ნიშნავს.

შემდეგ კი ნეიმარი რასისტულ შეურაცხყოფას თავად სხვას აყენებს. ბრაზილიელმა „მარსელის“ იაპონელ მცველს ჰიროკი საკაის „ჩინური ნაგავი“ უწოდა.

„მარსელი“ ამტკიცებს, რომ მათ ჩანაწერი აქვთ და ის უკვე საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას გადასცეს.

ხსენებულ ინციდენტებთან დაკავშირებით ლიგა 1-ის სადისციპლინო კომიტეტის პრეზიდენტმა სებასტიან დიონემ პირველი კომენტარი გააკეთა:

„რამდენი ეპიზოდი უნდა შევისწავლოთ და პოზიციები ყველა მხრიდან განვიხილოთ, რომ გავიგოთ რა იყო ნათქვამი და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი სადისციპლინო ზომების მიღება“.

ოფიციალური რეგლამენტის თანახმად, რასისტული შეურაცხყოფისთვის დისკვალიფიკაცია 10 მატჩს ითვალისწინებს. იქედან გამომდინარე, რომ დამოუკიდებელმა ექსპერტებმა გონსალესის ნათქვამი უკვე დაადასტურეს, მისი დისკვალიფიკაცია მალე გაოფიციალურდება.

ამჯერად, ყველა ექსპერტიზის პასუხს ელის, რის შემდეგაც ნეიმარისა და საკაის ეპიზოდის ვერდიქტი გახდება ცნობილი.

ამრიგად, ნეიმარს შესაძლოა 2020 წლის ბოლომდე თამაში აეკრძალოს. საქმის განხილვა 30 ოქტომბრისთვის არის ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები