Aa
Aa

"ამის წინააღმდეგ ყველაფერს გავაკეთებ" - ლებრონ ჯეიმსი სასამართლოს გადაწყვეტილებამ აღაშფოთა

გუშინ ამერიკაში იმ სამი პოლიციელის სასამართლო იყო, რომლებმაც შავკანიანი ბრეონა ტეილორი და მისი მეგობარი მამაკაცი საკუთარ სახლში ჩაცხრილეს.მოსამართლემ ერთ-ერთ ოფიცერს ბრალი სამსახურეობრივ გულგრილობაში წაუყენა და არა მკვლელობაში. ხსენებული მუხლი 5 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. დანარჩენი ორი კი საერთოდ უდანაშაულოდ სცნო.

ამ ყველაფერს "ლეიკერსის" ლეგენდარული მოთამაშე ლებრონ ჯეიმსი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.

"ყველაზე უპატივცემულო პიროვნება დედამიწაზე, შავკანიანი ქალია." გპირდებით, რომ რაც შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ ამ მიდგომის შესაცვლელად. მიყვარხართ დედოფლებო მთელს ქვეყანაში და მის გარეთაც" - განაცხადა "მეფემ"

ბრეონა ტეილორის მკვლელობის ისტორია ასეთია - დაახლოებით ნახევარი წლის წინ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული სამი პოლიციელი ტეილორის სახლში მივიდა და კარებზე უხეშად დააკაკუნა. სამივე მათგანს იარაღი ჰქონდა მომარჯვებული. სახლში ბრეონას შეყვარებული იმყოფებოდა, რომელმაც ამ ყველაფრის დანახვაზე გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა. ტეილორის მეგობარმა მამაკაცმა არ იცოდა, რომ მათ სახლთან პოლიციელები იმყოფებოდნენ და სწორედ ამიტომ გაისროლა იარაღიდან. "სტუმრებმა" იმ წამსვე საპასუხო ცეცხლი გახსნეს. ბრეონა ტეილორი და მისი შეყვარებული ადგილზე დაიღუპნენ. აღსანიშნავია ის, რომ ორივე მათგანი შავკანიანი იყო.

ბრეონა ამერიკელი დამწყები მედდა გახლდათ. გავრცელებული ინფორმაციით სამართალდამცავებს მის სახლში დამალული ნარკოტიკები ეგულებოდათ, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მათ მსგავსი ვერაფერი ნახეს.

ტეილორის მკვლელების დასჯას ცნობილი სპორტსმენები ნაომი ოსაკა და ლუის ჰამილტონიც ითხოვდნენ, თუმცა ამაოდ. როგორც უკვე მოგახსენეთ სამი პოლიციელიდან ორი სასჯელს გადაურჩა, ხოლო ერთი კი მაქსიმუმ 5 წლით ჩაჯდება ციხეში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები