დუგლას კოშტა და ხედირა - იუვენტუსი ორივეს უშვებს
Aa
Aa

დუგლას კოშტა და ხედირა - იუვენტუსი ორივეს უშვებს

მას შემდეგ, რაც "იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელად ანდრეა პირლო დაინიშნა, გუნდში ბევრი ცვლილება მოხდა. ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს ინფორმაციას, რომ კლუბს ორი ფეხბურთელი დატოვებს. საქმე სამი ხედირას და დუგლას კოშტას ეხება.

ხედირა გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას. რაც შეეხება კოშტას, ტურინელებმა ის ტრანსფერზე დააყენეს და ნებისმიერ შემოთავაზებას განიხილავენ.

"ბებერმა ქალბატონმა" სულ ცოტა ხნის წინ ალვარო მორატა იჯარის წესით შეიძინა და კლუბში ბევრი შემტევი დაგროვდა. არც ნახევარდაცვაში გახლავთ სიხალვათე და ასაკში შესული ხედირა "იუვეს" აღარ სჭირდება.

33 წლის გერმანელი იტალიაში 2015 წელს გადაბარგდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 144 შეხვედრა ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა. ბრაზილიელი კი "ზებრებში" 2017 წელს ჩაირიცხა. ჩაატარა 121 მატჩი და მხოლოდ 10 გოლი გაიტანა. ასეთი სტატისტიკა გარემარბისთვის ნამდვილად არასახარბიელოა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები