Aa
Aa

ჟოზე შკენდიასთან მატჩის შემდეგ: „კარი სიმაღლეში 5 სანტიმეტრით პატარა იყო"

„ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ „შკენდიასთან“ მატჩის შემდეგ თავისი გუნდის გამოსვლა შეაფასა. პორტუგალიელი სპეციალისტი შეხვედრის წინ განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უეფას წარმომადგენლებს კარის შეცვლა მოსთხოვა.

„იდეალურად ნამდვილად არ გვითამაშია, მაგრამ საჭირო შედეგს მივაღწიეთ. პირველ ტაიმში მე-5 წუთის შემდეგ, უგოლოდ ვიყავით და მეტოქეს სათამაშოდ სივრცეებს ვაძლევდით. მეორე ნახევარში ცვლილებები განვახორციელეთ და სათადარიგოთა სკამიდან შესულმა მოთამაშეებმა მატჩის მიმდინარეობაზე დიდი გავლენა მოახდინეს.

შეხვედრა კარგად დავიწყეთ და გვეგონა, რომ გამარჯვებულის ბედი მალევე გადაწყდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მოწინააღმდეგემ თამაში გაგვირთულა და გოლის გაშვების შემდეგ შიში ვიგრძენით, რის შემდეგაც მათ ჩვენს იერიშებთან გამკლავება გაუჭირდათ.

მატჩის დაწყებამდე უცნაურ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ჩემმა გოლკიპერმა მითხრა, რომ კარი ზედმეტად პატარა გახლდათ. შესამოწმებლად მოედანზე შევედი და დავრწმუნდი, რომ მისი სიტყვები სიმართლეს შეესაბამებოდა. მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და უეფას დელეგატს დავუკავშირდით. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ კარი სიმაღლეში ნორმაზე 5 სანტიმეტრით პატარა იყო“.

შეხვედრის დაწყებამდე „შკენდიას“ წარმომადგენლებს კარების შეცვლა მოუწიათ, თუმცა განაცხადეს, რომ შეცდომის შესახებ არაფერი იცოდნენ. მატჩის შემდეგ, კი ჟოზემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში იხუმრა და განაცხადა, რომ ეგონა სიმაღლეში გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები