Aa
Aa

მარცხი თინეიჯერთან - ო'სალივანი ევროპულ მასტერსს სენსაციურად გამოეთიშა

სნუკერის 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული, რონი ო’სალივანი ინგლისში მიმდინარე „ევროპულ მასტერსს“ თინეიჯერ მეტოქესთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

მსოფლიოს 6-გზის ჩემპიონი 18 წლის ირლანდიელ აარონ ჰილთან დამარცხდა. ჰილს პროფესიონალურ სნუკერში დებიუტი მარტში ჰქონდა, 2001 წელს კი, როცა ო’სალივანმა თავისთვის პირველი მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა, დაბადებულიც არ იყო.

თინეიჯერი მოთამაშე 44 წლის ო’სალივანთან ფრეიმებით 2:0 და 3:1 დაწინაურდა, თუმცა ვეტერანმა შეხვედრაში გარდატეხა შეიტანა, ანგარიში 4:3 გახადა და მატჩის მოგებამდე 1 ნაბიჯიღა აშორებდა.

ჰილმა სწორედ ამ დროს მოუმატა და გადამწყვეტ ორ ფრეიმში გამოცდილ მეტოქეზე უკეთესად ითამაშა. შედეგად, მსოფლიო სნუკერის ლეგენდა 9-ფრეიმიან დაძაბულ ბრძოლაში 5:4 დაამარცხა.

აარონ ჰილი ამჟამინდელ მსოფლიო რეიტინგში 115-ე ადგილზეა, იგი მომდევნო რაუნდში მსოფლიოს 33-ე ნომერ მეტიუ სტივენსს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები