Telefoot – აუარმა არსენალში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა
Aa
Aa

Telefoot – აუარმა არსენალში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა

„ლიონის“ ნახევარმცველს, უსემ აუარს კლუბის დატოვება და კარიერის „არსენალში“ გაგრძელება სურს. ფრანგული ტელეარხი Telefoot-ის ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელმა ლონდონურ კლუბში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა.

„ლიონს“ აუარის „იუვენტუსისთვისა“ და „ბარსელონასთვის“ მიყიდა სურდა, თუმცა მათგან კონკრეტული წინადადებები არ მიუღია და პოზიციის შეცვლა მოუწია. Telefoot-ის ცნობით, „ლიონსა“ და „არსენალს“ შორის მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, მაგრამ ფრანგული ტელეარხის მტკიცებით, ეს უახლოეს პერიოდში შეიცვლება.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის აუარმა 2019-2020 წლების სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და ჩემპიონთა ლიგაზე მისმა პერფორმანსმა გრანდების ყურადღება მიიპყრო.

აუარს „ლიონის“ შემადგენლობაში 139 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 24 გოლი და 27 საგოლე გადაცემაა. ტრანსფერმარკეტი მას 50 მილიონ ევროდ აფასებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები