გრიგალავა არსენალს ტოვებს? ქართველს ექს-მწვრთნელი იწვევს
Aa
Aa

გრიგალავა არსენალს ტოვებს? ქართველს ექს-მწვრთნელი იწვევს

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას შესაძლოა კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი შედგეს. რუსული მედიის ცნობით ტულას ''არსენალის'' მცველს, გია გრიგალავას ''ხიმკის'' მთავარი მწვრთნელი იგორ ჩერევჩენკო იწვევს.

ჩერევჩენკო 2018-20 წლებში ''არსენალს'' ხელმძღვანელობდა და მისი მწვრთნელობის პერიოდში გრიგალავა სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად ითვლებოდა, თუმცა მიმდინარე სეზონში საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველს მეტწილად სათადარიგოთა სკამზე ჯდომა უწევს.

გრიგალავამ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში გამართული 8 მატჩიდან მხოლოდ ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

მას კარიერის დიდი ნაწილი რუსეთში აქვს გატარებული. 2015 წელს რუსეთის ჩემპიონატი დატოვა და კარიერა კვიპროსზე გააგრძელა. 31 წლის ცენტრალური მცველი ''არსენალის'' ღირსებას 2017 წლიდან იცავს. 

მიმდინარე სეზონში ''ხიმკიმ'' პრემიერ ლიგის 8 მატჩში მხოლოდ 5 ქულა მოიპოვა, გუნდს გამარჯვება არ მოუპოვებია და დიდი ალბათობით მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი აუტსაიდერი იქნება.

რუსეთის ჩემპიონატის გასულ ტურში ''კრასნოდარმა'' ''ხიმკის'' 7 გოლი გაუტანა. ჩერევჩენკო მთავარ მწვრთნელად ''კრასნოდართან'' მატჩის შემდეგ დაინიშნა. მას ''ხიმკის'' კრიზისიდან გამოყვანა სურს და გამოცდილი ფეხბურთელების დამატებას გეგმავს. მათ შორის გრიგალავას გარდა მოსკოვის ''ლოკომოტივისა'' და მოსკოვის ''სპარტაკის'' ფეხბურთელები მოიაზრებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები