კუმანი სუარესზე:
Aa
Aa

კუმანი სუარესზე: "ამ ფილმში მთავარ ბოროტმოქმედად გამომიყვანეს, თუმცა ასე არ არის"

რონალდ კუმანმა „ვილიარეალთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

ნიდერლანდელი სპეციალისტი მნიშვნელოვან თემებს შეეხო, მათ შორის სუარესის გუნდიდან წასვლასაც.

ჩვენ ყველა ფორვარდი გვჭირდება, რომლებიც ჩვენ ხელში არიან. აქ ბევრი უმაღლესი დონის მოთამაშეა.

ანსუ ფატი დიდი ტალანტია. მის ასაკში ბევრს ამ დონეზე თამაში არ შეუძლია. ის კლუბის მომავალია. მას ბევრი რამ აქვს სასწავლი, თუმცა რასაც იგი ამ ასაკში აკეთებს გასაოცარია. რაც შეეხება რიკი პუჩის, მის პოზიციაზე გუნდში დიდი კონკურენციაა.

რაც შეეხება სუარესის საქმეს, როგორც ჩანს „ამ ფილმში“ მთავარ ბოროტმოქმედად გამომიყვანეს, თუმცა ეს ასე არ არის. მას დავურეკე და მის მიმართ პატივისცემა გამოვხატე, როგორც პიროვნულად, ასევე საფეხბურთო თვალსაზრისითაც. იგი ვარჯიშებისას ყოველდღიურად მაქსიმალურად იხარჯებოდა. სუარესს ვუთხარი, რომ თუ იგი დარჩებოდა, მისთვის თამაში რთული იქნებოდა. დარჩენის შემთხვევაში იგი გუნდის ერთ-ერთი წევრი იქნებოდა. სანამ კლუბთან კონტრაქტს გავაფორმებდი, რაღაცები უკვე გადაწყვეტილი მქონდა, მაგრამ სუარესის გაშვება მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილა, ეს კლუბმა გადაწყვიტა.

ჩვენ მზად ვართ. რა თქმა უნდა, მატჩებისას რიტმი არ გვყოფნის, თუმცა ამის მისაღწევად უნდა ვიმუშავოთ და ვითამაშოთ. მთელი ენერგია უნდა ჩავდოთ იმ რესურსში, რაც ჩვენ ხელთაა.

სათამაშო სისტემის რადიკალურად შეცვლას ვაპირებთ და მეტოქეზე დიდი ზეწოლის მოხდენას ვგეგმავთ. ვიცი, რომ რაღაცების გაუმჯობესება გვჭირდება და ამისთვის დროა საჭირო.

რა ინფორმაციაც გუნდს გარეთ ვრცელდება, ეს ჩვენ არ გვაინტერესებს.

ნორმალურია, რომ მესი მოწყენილია, როცა მისი მეგობარი გუნდს ტოვებს. ლეო ვარჯიშებისა და მატჩების დროს ყველასთვის სამაგალითო იყო. ერთი დღითაც არ მინახავს, რომ რომელიმე სესიაზე მესი მოუმზადებელი ყოფილიყო. მან დიდი ერთგულება გამოავლინა, ამ მხრივ მასში ეჭვი არ მეპარება“.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ლა ლიგაში თავის პირველ მატჩს კვირას, თბილისის დროით 23:00 საათზე „კამპ ნოუზე“ „ვილიარეალის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები