კანტე გამოირიცხა - ინტერის სპორტულმა დირექტორმა ყველაფერი უარყო
Aa
Aa

კანტე გამოირიცხა - ინტერის სპორტულმა დირექტორმა ყველაფერი უარყო

დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 29 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ნგოლო კანტე "ინტერში" გადასვლას დათანხმდა. ეს ყველაფერი კი "ნერაძურის" სპორტულმა დირექტორმა პიერო აუსილიომ უარყო. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

"კანტე გასაყიდ ბაზარზე არ არის, ის ახლა "ჩელსის" სასტარტო შემადგენლობაშია. ჩვენ მასთან არანაირი მოლაპარაკება არ გვაქვს, რადგან კლუბში 8 ნახევარმცველი ირიცხება." - განაცხადა პიერომ

კანტეს შესაძლო ტრანსფერის შესახებ ცნობა, სპორტულმა გამოცემამ TALKSPORT-მა გაავრცელა, რაც საბოლოო ჯამში სიცრუე აღმოჩნდა.

ფრანგ ნახევარმცველს "არისტოკრატებთან" მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს. ის ლონდონში 2016 წელს, "ლესტერიდან" პრემიერ ლიგის ჩემპიონის რანგში გადავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან ლურჯი მაისური 173-ჯერ მოირგო და 11 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები