ლეიკერსი ფინალშია - "მეფე" ლებრონის სამმაგი დუბლი და დამარცხებული დენვერი
გამთენიისას NBA-ში დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მე-5 შეხვედრა გაიმართა, რომელშიც „ლეიკერსმა“ „დენვერი“ 117:107 დაამარცხა და სუპერფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
სუპერმატჩი ჩაატარა ლებრონ ჯეიმსმა, რომელმაც გადამწყვეტ მომენტში სამმაგი დუბლის შესრულება შეძლო - 40 წუთი, 38 ქულა, 16 მოხსნა, 10 გადაცემა.
27 ქულით გამოირჩა ენტონი დევისი. 11-11 ქულა ჰქონდათ კარუზოსა და გრინს. 9 ქულა და 9 მოხსნა ჰქონდა დუაიტ ჰოვარდს.
20 ქულა, 7 მოხსნა და 5 გადაცემა ჰქონდა ნიკოლა იოკიჩს, რომლისგანაც ქომაგები მეტს ელოდნენ.
საბოლოო ჯამში „ლეიკერსმა“ სერია სრულიად დამსახურებულად და დამაჯერებლად მოიგო. ალბათ „კლიპერსთან“ შერკინება უფრო მეტად საინტერესო იქნებოდა, თუმცა კავაიმ და კომპანიამ 3:1-დან „დენვერის“ დამარცხება ვერ მოახერხეს.
შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში „მაიამი“ „ბოსტონს“ 3:2-ს ამარცხებს. სერიის მე-6 შეხვედრა 28 სექტემბერს, თბილისის დროით 03:30 საათზე გაიმართება.