Aa
Aa

"ტემპერატურა მხოლოდ 9 გრადუსია", - ნადალი როლან გაროსის პირობებით უკმაყოფილოა

მსოფლიოს ნომერ მეორე ჩოგანმა ესპანელმა რაფაელ ნადალმა როლან გაროსზე არსებული პირობები დაიწუნა და ორგანიზატორები გააკრიტიკა.

„ქუჩაში ტემპერატურა მხოლოდ 9 გრადუსია, ეს კი ექსტრემალურ სიტუაციას ქმნის და ასეთ დროს ღია ცის ქვეშ ტურნირის ჩატარება რისკებთან არის დაკავშირებული. თითქმის ყოველდღიურად წვიმა და ქარი იქნება.

ბურთები კი გასულ წლებში რაც იყო, იმათგან ძალიან განსხვავებულია. მსგავსი ბურთებით მალიორკაზე უკვე ვივარჯიშე. ისინი მაღალ ტემპერატურაზე უკვე მძიმე და ნელი იყო. პარიზში კი ამგვარი ამინდისას ეს ბურთები ქვასავით არის.

იძულებულები ვართ, რომ ამ პრობლემებს შევეჩვიოთ. ყველა პრობლემა უნდა მივიღო და მათ გავუმკლავდე. ილუზია არ უნდა შევიქმნა.

როლან გაროსის ყველა გათამაშებიდან, რომლებშიც მონაწილეობა მიმიღია, წლევანდელი ყველაზე ექსტრემალური პირობებით იქნება“.

საფრანგეთის ღია პირველობის 12-გზის ჩემპიონი გათამაშებაში 29 სექტემბრიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე ბელარუსი იგორ გერასიმოვი იქნება. როგორც მოგეხსენებათ, რომის მასტერსზე ნადალმა მოულოდნელი მარცხი იწვნია და ტურნირს დიეგო შვარცმანთან ბრძოლის შემდეგ, მეოთხედფინალიდან გამოეთიშა. გამარჯვება კი საბოლოოდ ნოვაკ ჯოკოვიჩს დარჩა, რომელმაც ფინალში სწორედ შვარცმანს მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები