Aa
Aa

"მოკეტე, ლებრონის შენ გეშინია" - დრეიმონდ გრინმა პოლ პირსს უპასუხა

ლეგენდარულმა ყოფილმა კალათბურთელმა პოლ პირსმა თანამედროვე კალათბურთელებზე ისაუბრა და მათ ლებრონ ჯეიმსის მიმართ შიში დააბრალა. "გოლდენ სტეიტ უორიორსის" ვარსკვლავმა დრეიმონდ გრინმა კი მას აგრესიულად უპასუხა.

"თანამედროვე კალათბურთელებს ლებრონ ჯეიმსის მიმართ შიშის გრძნობა აქვთ. ჩემი ერა დასრულებულია და ჩემ დროს ასეთი რამ არ ხდებოდა. ლებრონის არავის ეშინოდა." - განაცხადა პირსმა

"ბოსტონის" ყოფილი მოთამაშის ამ განცხადებას, გრინმა უმალვე უპასუხა: "დატკბი დასვენებით, შენ მართლაც კარგი კარიერა გქონდა, მაგრამ დღემდე გეშინია ჯეიმსის! ასე, რომ მოკეტე." 

შეგახსენებთ, რომ პოლ პირსი 15 წლის განმავლობაში "ბოსტონის" ღირსებას იცავდა და ის NBA-ს ჩემპიონი მხოლოდ ერთხელ, 2008 წელს გახდა. ფინალში "ბოსტონმა" "ლეიკერსი" დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ პოლი ხსენებული ფინალის MVP გახდა. ასევე პირსი ALL STAR-ის შემადგენლობაში 10-ჯერ მოხვდა.

რაც შეეხება დრეიმონდ გრინს, ამერიკელმა საოცნებო ბეჭედი სამჯერ 2015, 2017 და 2018 წელს, ლებრონ ჯეიმსის "კლივლენდის" წინააღმდეგ მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები